„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მერობის კანდიდატი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჯონდო მდივნიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ლელიანის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გურამ მაჭარაშვილი, რომელმაც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიმდინარეობისა და
მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.
მაჭარაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მერობის კანდიდატის მენეჯერულ გამოცდილებასა და კომპეტენციაზე.
შეხვედრის დასასრულს ჯონდო მდივნიშვილმა ადგილობრივების კითხვებს უპასუხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.