საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მეორე ეტაპი დაიწყო.
ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნებს გერმანიის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორები უტარებენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების გახსნის ცერემონიალი საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა, სადაც, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ და საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრანც იოზეფ ნოლტემ მიმართეს. მათ აღნიშნული სწავლებისა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
მათივე ცნობით, რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მეორე ეტაპს 50-მდე სამხედრო მოსამსახურე 19 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე გაივლის და სხვადასხვა პირობებში დაბინძურებული ტერიტორიების დაზვერვას, მონიშვნას და მასშტაბის დადგენის პრინციპებს შეისწავლიან. წვრთნებში ქართველი სამხედროები 2016 წელს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემულ სპეციალურ სადეკონტამინაციო სატვირთო მანქანებს გამოიყენებენ.
დღესვე, გერმანელმა სტუმრებმა და საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სადეკონტამინაციო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
„საქართველომ რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.
ფრანც იოზეფ ნოლტე - საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებს ძალიან აქტიური და ნაყოფიერი ურიერთთანამშრომლობის ისტორია აქვს. დროთა განმავლობაში ეს ურთიერთობა უფრო იხვეწება და ვითარდება.
ჩვენ ყოველწლიურად 30-ზე მეტი სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტი გვაქვს და ერთ ერთი მათგანია სწორედ რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის სწავლება. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს ნაყოფიერი ურთიერთობა საქართველოსთან“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.