საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა კაპიტან ატილიო გატიას წარმატებები და საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების მნიშვნელობა აღნიშნეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის პრაქტიკულ ასპექტებსაც, კერძოდ, სამხედრო პოლიციის განვითარების პერსპექტივებს. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაცია წარმოადგენდა.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესში საერთაშორისო მხარდაჭერა და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა, ექსპერტების მონაწილეობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
„საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, იტალიის თავდაცვის ატაშემ ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.
კაპიტანმა ატილიო გატიამ თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე საზღვაო კაპიტანი, დანიელე სივიკო შეცვალა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იტალიის თავდაცვის ახალი ატაშე, ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან და მოადგილესთან, ლეიტენანტ ნიკოლა ფერუჩისთან ერთად იმყოფებოდა“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.