საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის შესახებ ისაუბრეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაფიქსირდეს ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრების შეფასებით, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციაში საქართველოს აღსანიშნავი პროგრესი აქვს.
„შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა, კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებების არსი და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობა.
ევროპარლამენტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თაობაზე ქართული მხარის პოზიციით. ევროპარლამენტარები მიესალმებიან იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შეინიშნება“, აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.