მიხეილ სააკაშვილი: რამდენიმე გავლენიანმა მსოფლიო პოლიტიკოსმა პოროშენკოს ჩემს საკითხზე დაურეკა, მან კი, ყველას ერთნაირი პასუხი გასცა
19-09-2017, 06:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა.

 

 

სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციისათან ბრიფინგი გამართა.

 

 

„წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ შვებულებაში და სანამ შვებულებაში იმყოფებით, სამსახურიდან გითხოვენ, თქვენ ჩამოდიხართ და ითხოვთ თქვენი შრომის წიგნაკი მოგცენ, მაგრამ ყოფილი დამსაქმებელი გპასუხობთ, რომ აქ აღარ მუშაობთ და არანაირ შრომის წიგნაკს არ მიიღებთ - ზუსტად ასე მომექცნენ მეც, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

მე აქ არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ხალხის დახმარებით აქ ვარ. თქვენ იცით, რომ რამდენიმე გავლენიანმა მსოფლიო პოლიტიკოსმა პრეზიდენტ პოროშენკოს ჩემს საკითხზე დაურეკა, უკრაინის პრეზიდენტმა კი ყველას ერთნაირი პასუხი გასცა - „მიკვირს, რატომ არ მიდის ბატონი სააკაშვილი სასამართლოში”.

 

 

კი მაგრამ, როგორ უნდა მივიდე სასამართლოში, როდესაც არ მაქვს არანაირი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მათ მოქალაქეობა ჩამომართვეს? მე ვვარაუდობ, რომ ასეთი დოკუმენტი, საერთოდ, ბუნებაში არ არსებობს.

 

 

რატომ ვიბრძვი ამისთვის? წარმოიდგინეთ, როგორ ექცევიან ისინი რიგით ადამიანებს, რომლებსაც ჩემგან განსხვავებით დეპუტატებს შორის მეგობრები არ ჰყავთ. ამდენი კამერა ესწრება ჩემს გამოსვლას, ამდენი მასალა იწერება მსოფლიოში, ხელისუფლება კი მაინც თაღლითობს”, განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი