ხელვაჩაურში მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა მდინარეში ჩვილის ცხედარი იპოვეს. როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მდინარე აჭარისწყალმა დღენაკლული ჩვილის ცხედარი ნაპირზე გამორიყა.
მუშებმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 133-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო, თვითნებურ აბორტს გულისხმობს. ჩვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.