საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდა, უშიშროების საბჭოს სხდომის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენშტაბის უფროსმა საქართველოს პრეზიდენტს რეზერვის კონცეფციის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.