საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ 29 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში - „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“, სადაც ერთმანეთს მასპინძელი „GFF-11“ და „მსოფლიოს 11“ დაუპირისპირდებიან, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად კახა კალაძეც ითამაშებს.
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას „სასიამოვნოდ“ მიიჩნევს, რადგან, თვლის, რომ თუ რაიმე წარმატება გააჩნია, ეს ფეხბურთის დამსახურებაა.
„იურიდიულად იდგა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა მატჩში ჩემი მონაწილეობა, ვინაიდან საარჩევნო პერიოდში ვარ და ახლა დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ მონაწილობას მივიღებ. მივესალმები იმას, რომ ეს შეხვედრა გაიმართება 29 სექტემბერს. მე მივიღებ მონაწილეობას, რაც ჩემთვის მართლაც სასიამოვნოა, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. თუ რაიმე წარმატება გამაჩნია, თუ რაიმე შევქმენი, ამ სპორტის დამსახურებაა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელები, ადამიანები, რომლებთანაც ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე და მთელი წლის განმავლობაში ერთად ვთამაშობდით, ჩამოვლენ საქართველოში და მიიღებენ ამ მატჩში მონაწილეობას. მე რასაც გადავხედე, ძალიან ბევრი მსოფლიო დონის ფეხბურთელი და ვარსკვლავი ჩამოდის, რაც მე მგონია, რომ მისასალმებელი და კარგია. მე მთხოვეს დაკავშირება ამ ადამიანებთან. მე არავისთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, მეგობრული ურთიერთობები მაქვს. ვთხოვე, ეს იყო ჩემი ფუნქცია მხოლოდ“, განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი და სხვები.
საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. ბილეთების ონალიან რეჟიმში საიტზე TKT.GE-ზე იყიდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.