თბილისში, თამარაშვილის ქუჩის #13-ში მცხოვრებლები მრავალწლიანი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. ტერიტორია, სადაც ხეები მოიჭრა, კერძო კომპანიას აქვს შემოსაზღვრული. მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე შესვლას და ვითარებაში გარკვევას ითხოვდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

მოქალაქეების განცხადებით, მშენებლობა სკვერში უნდა განხორციელდეს, რისთვისაც რამდენიმე ხე უკვე მოჭრეს და სულ 30-მდე ხის მოჭრა იგეგმება.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ხეების მოჭრაზე ნებართვა თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, ბიძინა გიორგობიანმა გასცა.
ადგილზე ზედამხედველობის საქალაო სამსახურის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, რომლისგანაც მოსახლეობა ხეების მოჭრის პროცესის შეჩერებას ითხოვდა. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ხეების მოჭრის პროცესის შეჩერების უფლება არ აქვს და ამისათვის მოქალაქეებმა სასამართლოს უნდა მიმართონ.

"ექვს თვეზე მეტია, ჩვენ ამ საკითხზე ვიბრძვით. გვიპრდებოდნენ, რომ ხეები არ მოიჭრებოდა. დღეს დილით ვანდალურად შევიდნენ და კარები გადაკეტეს. საუბარია უკვე 30 ხის მოჭრაზე, რომლის ნებართვა გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, ბიძინა გიორგობიანმა გასცა", _ განაცხადა მოქალაქე გიორგი შილაკაძემ.
მისივე თქმით, კომპანია "არქი ჯგუფი" ადგილზე ოთხი კორპუსისგან შემდგარი კომპლექსის მშენებლობის პროექტს "გრინ სითის" ახორციელებს.
თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები აპირებენ, მომხდარი არასამთავრობოებთან ერთად გააპროტესტონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.