თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი სოფლების - აკურის, ვანთისა და ბუშეტის მოსახლეობას შეხვდა
19-09-2017, 09:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

 


მერობის კანდიდატმა შეხვედრები ამჯერად სოფლების - აკურის, ვანთისა და ბუშეტის მოსახლეობასთან გამართა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ნარეკლიშვილმა აკურელებს მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ პარწიკანაშვილი წარუდგინა და სოფელში არსებულ პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივების თქმით, სოფელში მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, კერძოდ, სანიაღვრე სისტემა, შიდა გზები და განათება.

 


ბუშეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას მერობის კანდიდატმა ქვემო ხოდაშენის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ლილუაშვილი წარადგინა.

 


ადგილობრივებმა კანდიდატებთან სოფლის სკოლასა და ბაგა-ბაღში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და გაზიფიცირებაზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე მათთვის პრიორიტეტული სავარგულებთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობაა.

 


საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა ნარეკლიშვილმა თელავის სახელმწიფო პროფესიული თეატრის წარმომადგენლებთანაც გამართა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი