„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყვარლის მერობის კანდიდატი როსტომ სესიაშვილი, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სესიაშვილი უკვე შეხვდა რამდენიმე სოფლის ამომრჩეველს და პირადად გაეცნო მათ პრობლემებს.
შეხვედრები გაიმართა ყვარელშიც. მერობის კანდიდატს მოსახლეობა ქალაქის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემაზე ესაუბრა.
როსტომ სესიაშვილმა ამომრჩეველს გააცნო პროექტი, რომელიც ყვარლის სასმელი წყლის ქსელის აღდგენას ითვალისწინებს. მისი თქმით, რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.