ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში წყლის სათავე ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
19-09-2017, 10:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში, მდინარე ცხენისწყალზე არსებული წყლის სათავე ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

 


გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში ძირითადი ჩამკეტი ფარები რემონტდება და შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა სამუშაოები მიმდინარეობს.

 


მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებსა და მათ სპეციფიკას გამგებლის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე და ეკონომიკის სასახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლია გელენავა ადგილზე გაეცნენ.

 


„პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მდინარე ამ პერიოდში წყალუხვი არ არის და სექტემბერ-დეკემბერი სწორედ ამ მიზეზით შეირჩა. სარწყავ არხებში წყლის მიწოდება შეზღუდულია და აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების წუხილი, რომელთაც პირუტყვი ჯერ კიდევ საძოვრებზე ჰყავთ, თუმცა წელიწადის სხვა დროს აღნიშნული საუშაოების განხორციელება შეუძლებელია.

 


ჩემი ინფორმაციით, სამუშაოები 3 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და მშენებელმა კომპანიამ სწორედ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით პროცესი სექტემბერში დაიწყო. დიდი საქმე კეთდება. ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების არსებული სამელიორაციო ქსელის წყლით უზრუნველყოფა აღნიშნული შენობა-ნაგებობე ექსპლუატაციის გარეშე წარმოუდგენელია“, განაცხადა გელა ჩოგოვაძემ.

 

 

პროექტს შპს „ბელდ ინვესტი“ ახორციელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი