„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა, არჩილ ხანდამაშვილმა სოფელ მუკუზანში, სადაც ღვინის ქარხნასაც ესტუმრა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა, ამომრჩევლებს მიმართა და თქვა, რომ იგი არ იქნება მერი, რომელიც „ხალხს მხოლოდ არჩევნებისთვის ხვდება“.
ხანდამააშვილის თქმით, მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომაც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამ მიმართულებებით აქტიურად დაიწყებს მუშაობას.
„მე ამ მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში დავიბადე და კარგად ვიცი როგორი მშრომელი ხალხიც ვართ, როგორი რუდუნებით ვუვლით თითოეულ ყურძნის მტევანს, როგორი წარმატება გველოდება ყველას ერთად თუ ჩვენ სწორად დავსახავთ ჩვენს პრიორიტეტებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. მე ვიცი, გურჯაანს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი რამდენიმე მიმართულებით, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით“, აღნიშნა გურჯაანის მერობის კანდიდატმა, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.