საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართეს
19-09-2017, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა იხსნება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, ევროპარლამენტარები მიიღებენ მონაწილეობას.

 


საქართველოს პარლამენტის პრესსამსაურის ცნობით, სხდომის დაწყებამდე დელეგაციის წევრები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 


„შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოზე, არჩევნებში ქალი კანდიდატების მონაწილეობაზე და გამოუძიებელ საქმეებზე ისაუბრეს.

 

 

ევროპარლამენტარებს აინტერესებდათ რამდენიმე საკითხი. შეკითხვები შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, მათ შორის ერთ-ერთ მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე დაისვა იყო „აფგან მუხთარლის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიება, რომელშიც კონკრეტული შედეგები არ ჩანს.

 


შეხვედრაზე სტუმრები დაინტერესდნენ რამდენი ქალი მერობის კანდიდატი ჰყავს ევროპულ საქართველოს და სახელისუფლებლო პარტიას. შესაბამისად ევროპარლამენტარებმა კარგად იციან ის გამოწვევები, რომელიც დღეს არსებობს კონსტიტუციასთან და მუხთარლის საქმის გამოძიების კუთხითაც“, განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - ფრაქციის წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

 

 

საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაში გიორგი ტუღუშთან ერთად, გიორგი კანდელაკი მონაწილეობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი