თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
19-09-2017, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში ახლად გახსნილ N69-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც წელს აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღეს.

 

 

დავით ნარმანიამ აღსაზრდელებსა და თანამშრომლებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

 

 

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, სწავლის დაწყების შემდეგ, ეს უკვე მეორე ბაღია, რომელიც გაიხსნა. დავით ნარმანიას თქმით, საბავშვო ბაღები ყოველდღიურ რეჟიმში იხსნება, რათა ყველა პატარამ შეძლოს სკოლამდელი აღზრდის მიღება.

 

 

„საბავშვო ბაღის პრობლემა ჩუღურეთის რაიონში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, რის შემდეგაც ახალი, თანამედროვე, ენერგოეფექტური ბაღი აშენდა. აქ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულად აღიზარდონ“, განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

დედაქალაქის მერიის ცნობით, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ახალ საბავშვო ბაღში შვიდი ჯგუფი ფუნქციონირებს და 250-მდე აღსაზრდელი ირიცხება. ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებულია. ამ მიზნით, პანდუსის გარდა, შენობაში გათვალისწინებულია ლიფტიც. საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, სადაც განთავსებულია ატრაქციონები და სათამაშო მოედანი. რამდენიმე დღის წინ კი ბაღის ეზოში არსებულ კედელზე ქართველი მხატვრის, თამაზ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით, მხატვართა ჯგუფმა ბავშვებისათვის საყვარელი პერსონაჟები მოხატა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი