ბოლო მონაცემებით, 224 ადამიანი დაიღუპა მექსიკაში დამანგრეველი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად
19-09-2017, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, დედაქალაქ მეხიკოს სიახლოვეს მომხდარი მძლავრი, 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ქვეყნის გასწვრივ სულ მცირე 224 ადამიანია დაღუპული, თუმცა მოელიან რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება, რადგან ჩამოქცეული შენობების ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი და მაშველები ნანგრევებიდან მათი გამოყვანის ოპერაციას ატარებენ. ინფორმაციას The New Yourk Times -ი ხელისუფლების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია შენობების ნაწილი, მოსახლეობაში პანიკა შექმნა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა, იუწყება BBC.

 

 

 

 

ქვეყნის დედაქალაქის აეროპორტმა ოპერაციები შეწყვიტა და ქალაქის გარშემო შენობებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაცია რამდენიმე შენობაში ხანძრის შესახებაც ვრცელდება, სადაც ადამიანები არიან მომწყვდეული.

 

 

მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინათ 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც სულ მცირე 90 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

 

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქის მოსაზღვრე შტატ პუებლაში, 51 კმ-ის სიღრმეში იყო.



ახლანდელი მიწისძვრა 1985 წელს მომხდარი დიდი უბედურების 32-ე წლისთავს დაემთხვა. მეხიკოში მაშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 10 000 ადამიანი მაინც დაიღუპა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი