მექსიკაში, დედქალაქ მეხიკოს სიახლოვეს, შტატებში - პუებლოსა და მორელოსში მომხდარი დამანგრეველი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ABC -ის ახალი ამბების მიერ დრონით გაადღებულ კადრებში ჩანს, რომ დედაქალაქ მეხიკოში შენობები მთლიანად არის დანგრეული. ქუჩები მტვრითაა სავსე და მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.
როგორც ხელისუფლებამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, ენრიკე რებსამენის დაწყებითი სკოლის შენობის ჩამოქცევის შედეგად სულ მცირე 20 ბავშვი და რამდენიმე ზრდასრული ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის პრეზიდენტის პენა ნიეტოს განცხადებით, მეხიკოს შტატის 60%-ს და ქალაქ მეხიკოს 40%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება. იგი შიშობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინათ 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც სულ მცირე 90 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქის მოსაზღვრე შტატ პუებლაში, 51 კმ-ის სიღრმეში იყო.
ახლანდელი მიწისძვრა 1985 წელს მომხდარი დიდი უბედურების 32-ე წლისთავს დაემთხვა. მეხიკოში მაშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 10 000 ადამიანი მაინც დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.