"დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით საამაყოა, რადგან იგი უკავშირდება ჩვენი რაიონის მკვიდრს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს ოლეგ ლიპარტელიანის დაბადებისა და გახსენების დღეს, რომელსაც ეძღვნება ეს ტურნირი და რომელიც მომავალში ტრადიციულ სახეს მიიღებს’’,-ამ სიტყვებით მიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ ოლიმპიური ცენტრის სტადიონზე შეკრებილებს.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის თანადგომითა და დაფინანსებით გაიმართა. ოლიმპიური ცენტრის სტადიონს ოლეგ ლიპარტელიანის სახელი მიენიჭა და გაიხსნა მემორიალური დაფა. ამ დღის აღსანიშნავად ლენტეხს ოლეგ ლიპარტელიანის ახლობლები, მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები სტუმრობდნენ.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, როგორც სპორტული ისე კულტურული ღონისძიებები. ოლეგ ლიპარტელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ბავშვთა სარაგბო ფესტივალში დასავლეთ საქართველოს 25 გუნდი მონაწილეობდა და მისი სახელობის თასი ლენტეხის გუნდს გადაეცა.
ოლეგ ლიპარტელიანი ლეგენდარული სპორტსმენი, საბჭოთა კავშირის 3-გზის და 2-გზის თასის მფლობელი, ევროპის ვიცე ჩემპიონი, მრავალი ტიტულის მფლობელი, საჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.