პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გია იოსელიანი სოფლების, საყულიასა და ოფშკვითის მოსახლეობას შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატებთან - ნაილი ჭოლაძესა და ირაკლი გვანცელაძესთან ერთად, გია იოსელიანმა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის გზებზე ისაუბრა.
„წყალტუბოს აქვს დიდი პოტენციალი - განვითარდეს არა მხოლოდ ტურიზმის მიმართულებით, არამედ სოფლის მეურნეობისა და მცირე მეწარმეობის თვალსაზრისით. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სახელმწიფო პროგრამების შესახებ სოფლის მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა, რათა მათ მაქსიმალურად აითვისონ ის სარგებელი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს“, განაცხადა გია იოსელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.