„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში იოსებ ქარუმაშვილი ყვარელწყლის, საკობიანოს და ქორეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და უახლოეს პერიოდში ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.
„თქვენი ჩართულობით, თქვენთან ერთად მოვაწესრიგებთ საგზაო ინფრასტრუქტურას ყველა სოფელში. ასევე, ვიზრუნებთ სოფლებში აღმოიფხვრას სასმელი წყლისა და მელიორაციის პრობლემები, ხელს შვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“, განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.