პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გიორგი ერბოწონაშვილი, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდა.
ერბოწონაშვილმა შეხვედრა გამართა ასევე ქალაქ საგარეჯოშიც.
ადგილობრივებმა ხელისუფლების მხრიდან უკვე განხორციელებული პროექტებისთვის კანდიდატს მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემების მოგვარება კვლავ გაგრძელდება.
„ჩვენ ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაში, გვაქვს ერთი და იგივე პრობლემა თუ მიზნები. მჯერა, ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, თქვენ და ჩვენ ერთად ვიზრუნებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისათვის“, განაცხადა ერბოწონაშვილმა შეხვედრებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.