„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
20-09-2017, 05:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. მოძრაობის სახელით, სამგორში ზვიად გელაშვილი იბრძოლებს.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, კანდიდატებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ისაუბრეს ქალაქის მართვის სისტემის მოდერნიზაციის შესახებ. მათი თქმით, თბილისში თანამედროვე მმართველობითი სისტემა უნდა დაინერგოს, რაც გულისხმობს, ქალაქში 25 საუბნო ადმინისტრაციის შექმნას, რითაც ქალაქი გახდება მოქალაქეზე ორიენტირებული.

 


„პრინციპულობა და პროფესიონალიზმი არის დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა. თბილისის მერიაში და საკრებულოში ჩვენ შევძლებთ მდგომარეობა არსებითად უკეთესობისკენ შევცვალოთ. კოსმეტიკური ცვლილებები თბილისისთვის საკმარისი არ არის. საჭიროა ძირეული რეფორმები და უპირველეს ყოვლისა ქალაქის მმართველობის მოდერნიზაცია“, განაცხადა „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა.

 


შეკრებილ მოსახლეობას მიმართა სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზვიად გელაშვილმა.

 


„მე ვგრძნობ ვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე და ვფიქრობ, რომ „შენების მოძრაობის" პროფესიონალ გუნდთან ერთად შესაძლებელია ძირეული ცვლილებების განხორციელება და მომავლის შეცვლა უკეთესობისკენ“, განაცხადა სამგორის მაჟორიტარობის კანდიდტმა, ზვიად გელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი