„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატი სოფლების, პირველი მაისისა და ხამისკურის, ასევე, ხობში კოლხეთის უბნის მოსახლეობას შეხვდა, მათ მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ პირველ მაისში გოჩა ჯობავაა, ხამისკურში - ვასილ კუკავა, ხოლო ხობში - ვლადიმერ ქანთარია.
ადგილობრივ საჭიროებებზე საუბრისას მოსახლეობამ პრიორიტეტად სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სასოფლო გზების კეთილმოწყობა დაასახელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.