იმედი მაქვს, მმართველი გუნდი გაიაზრებს იმას, რომ პულტებით, ხელის გადაგრეხვით რეალურად თანხმობის დოკუმენტს ვერ მივიღებთ, აღნიშნული განცხადება სქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დაწყებისას გააკეთა.
მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი მის კონსტრუქციულ შეთავაზებას გამოეხმაურება.
„ძალიან მნიშვნელივანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ის კლიშე, რომ განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვერ თანხმდებიან - დანგრეულია. მე მიხარია, რომ მივედით ერთიან ხედვამდე და იმედი მაქვს, რომ თანხმობის მოტივაცია გადაძლევს იმ სიხისტეს, რომელიც უკვე მერამდენედ ახასიათებს იმ ძალას, რომელსაც გააჩნია პულტები. უკვე მერამდენედ ეს ძალა არ უყურებს წინა გამოცდილებას, რომ იძულებით რაღაცის მიღება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია", განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ოპოზიციასთან ერთად შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეთანხმებული ვარიანტი გააცნო, რომელიც დღეს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და გასაჯაროვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.