თერჯოლის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოდან“ ბონდო სოფრომაძე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან კახა მეგრელიშვილთან ერთად სოფელ თავასის ამომრჩეველს შეხვდა.
ბონდო სოფრომაძემ ადგილობრივებს მიმართა: „ჩემთვის ცნობილია, რომ ამ უბანში მეტად მტკივნეული პრობლემა იყო გაზიფიცირება, რაც დღეს უკვე მოგვარებულია. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ ითხოვთ ალისუბანი-სკანდის ბეტონის გზის გაგრძელებას სოფელ თუზამდე და ეს პრობლემაც მომავალ წელს გადაიჭრება. ხელისუფლებამ ყველაზე მეტად ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს, რათა გავაძლიეროთ სოფელი. ჩემში სიხარული და სიამაყე გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სოფელში არსებობს დიდ სამამულო ომში დაღუპული გმირების მემორიალი და სწორედ აქ იმართება ჩვენი შეხვედრა. მე გპირდებით, რომ ეს მემორიალი შეკეთდება, რათა ჩვენმა შვილებმაც არ დაივიწყონ მამულისათვის თავდადებული წინაპრები“.
შეხვედრის ბოლოს ბონდო სოფრომაძე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე რამდენიმე ადგილობრივ მოქალაქეს დახმარებას უახლოეს მომავალში დაპირდა.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.