„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი რუისპირის, იყალთოსა და ვარდისუბნის ამომრჩეველს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა სოფლებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა - რუისპირში ბესიკ ბახსოლიანი, იყალთოში ლევან მრელაშვილი, ხოლო ვარდისუბანში დავით გოგოშვილი.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდა თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გელა სამხარაული.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მოსახლეობის მხრიდან პრიორიტეტად სოფლებში ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგება დასახელდა. ადგილობრივებმა ასევე ისაუბრეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ახალი ინვენტარით აღჭურვასა და მიმდებარედ ტერიტორიების კეთილმოწყობაზე.
მერობის კანდიდატმა უკვე შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მეტი განვითარებისთვის კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.