საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების ოპოზიციასთან შეთანხმებული დოკუმენტი წარუდგინა და საკონსტიტუციო რეფორმის ძირითად პრინციპებზე საკუთარი ხედვა გააცნო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ, ისაუბრეს ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე და ამ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
„ბუნებრივია ევროკავშირისათვის, როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ინფორმირებული ყველა იმ მთავარ პოლიტიკურ მოვლენაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ევროკავშირის დელეგაციას აინტერესებდა საქართველოს პრეზიდენტის აზრი მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან და აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.