მარტვილის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.
საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივებს მიაწოდეს ინფორმაცია მავნებლის ბიოლოგიისა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიების თაობაზე, დაურიგდათ თხილის დაცვის ფენოკალენდარული სქემა.
„შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას მავნებლის წინააღმდეგ მექანიკური ბრძოლის ღონისძიების თაობაზე გაუწიეს რეკომენდაცია: მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები. აღნიშნულ თავშესაფრებს ფაროსანების მოზიდვის მიზნით ათავსებენ სახლის მახლობლად, ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ მექანიკურად.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ასევე ეფექტურად გამოიყენება ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე რომელზეც ფაროსანების მოზიდვის მიზნით მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად ფაროსანა კვდება. ვეგეტაციის პერიოდში ხდება ბაღის კიდეზე არსებულ მცენარეზე 5 ან მეტი ფერომონის დაყენება და ყოველკვირეული წამლობა რომელიმე ზემოაღნიშნული ინსექტიციდით.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტურია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგანაც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია: ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურა-კურა. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6-1ლ/ ჰექტარზე“, აღნიშნულია მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.