ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი და მისი მეუღლე ბილ კლინტონი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის ნების დართვაში წვლილი მათ მიუძღვით.
ტრამპის რეაქცია ჰილარი კლინტონის მიერ გამოხატულმა კრიტიკამ განაპირობა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა აღწერა, როგორც „ძალიან ბნელი“.
„მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივნობისას უნამუსო ჰილარიმ (ასევე ბილ კ-მა) ნება დართო ჩრდილოეთ კორეას ეწარმოებინა კვლევები და შეექმნა ბირთვული იარაღი, იგი ახლა კრიტიკით გამოდის“, დაწერა ტრამპმა „თვითერის“ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.