გიორგი კვირიკაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს შეხვდა
20-09-2017, 13:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს, პაველ ფილიპს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პრემიერ მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-მოლდოვას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს, გამოითქვა ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მზადყოფნა.

 

 

„საქართველოსა და მოლდოვას პრემიერ მინისტრებმა საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ამ ფორმატებში განსახილველ საკითხებზე ქვეყნებს შორის სრული თანხვედრა არსებობს. საუბარი მომავალ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსაც შეეხო, აღინიშნა, ის პოზიტიური ფაქტორები, რაც ვიზა-ლიბერალიზაციამ ორ ქვეყნას მოუტანა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა და პაველ ფილიპმა საქართველოსა და მოლდოვაში არსებული ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებაც განიხილეს.

 


საუბრის დასასრულს, პაველ ფილიპმა საქართველოს პრემიერ მინისტრი მოლდოვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია", აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი