ირაკლი კობახიძე: ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება
20-09-2017, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომ საქართველო გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასე აფასებს ირაკლი კობახიძე საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობის ოფიციალურად გადმობარებას.

 

 

განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს, აღიარებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა.

 

 

„ეს არის, ასევე, დიდი პასუხისმგებლობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად ატარებს თავმჯდომარის სტატუსს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი