ქარიშხალმა „მარია“-მ, რომელიც აშშ-ის ტერიტორიას, პუერტო რიკოს დააყტდა თავს, მთელი კუნძული, სადაც 3.5 მილიონი ადამიანი ბინადრობს, ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგანგებო სამსახურის მენეჯმენტის სააგენტოს ხელმძღვანელმა აბნერ გომესმა განაცხადა, რომ ქარიშხალმა დააზიანა „ყველაფერი რასაც კი გზად გადაუარა“. მან თქვა, რომ პუერტო რიკოს არც ერთ მოსახლეს არ აქვს ელექტროენერგია.

„მარია“,რომელსაც 185 კმ/სთ სიჩქარის ქარი ახლავს თან, კუნძულთან მიახლოებისას მე-5 კატეგორიის ქარიშხლიდან მე-3 კატეგორიამდე შესუსტდა.
„ინფორმაციები, რომელსაც ვიღებთ არ არის დამაიმედებელი“, განაცხადა გომესმა და დაჟინებით მოუწოდა ადამიანებს დარჩნენ თავიანთ სახლებში.
უფრო ადრე, მას შემდეგ რაც ქარიშხალი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ქარით და წყალდიდობებით თავს დაატყდა კუნძულს, პუერტო რიკოს გუბერნატორმა, რიკარდო როსელომ სთხოვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გამოეცხადებინა კუნძული უბედურების ზონად.
გუბერნატორმა თქვა, რომ დიდი ზიანი გარდაუვალია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადამიანების დასაცავად 500 თავშესაფარი გააკეთა.
გამანადგურებელმა შტორმმა უკვე 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კუნძულ დომინიკაზე, რომელმაც ორშაბათს დიდი ზიანი განიცადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.