საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზოევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უზბეკეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოტენციალს. შავკატ მირზოევმა აღნიშნა, რომ პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, უზბეკეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება.
„საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის პერსპექტივაც.
უზბეკეთის პრეზიდენტის დავალებით, კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, უახლოეს მომავალში, საქართველოს უზბეკეთიდან მაღალი რანგის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა.
პრემიერ მინისტრი მიესალმა უზბეკეთში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც ქვეყანაში თანამედროვე, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ემსახურება და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზე გადადის.
საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ამ კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტების მნიშვნელობას.
უზბეკური მხარე საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებით სარგებლობით დაინტერესდა. საუბარი ასევე შეეხო ახალი აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოსა და უზბეკეთის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში გაიმართება.
შეხვედრისას, მხარებმა ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს.
უზბეკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად ტაშკენტში მიიწვია", აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.