გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უაღრესად კრიტიკული იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში წარმოთქმულის სიტყვის მიმართ, რომელშიც ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის „სრული განადგურების“ შესახებ გააკეთა განაცხადი.
„მე წინააღმდეგი ვარ ამგვარი მუქარების. და ჩემი და მთავრობის სახელით უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ ნებისმიერი სახის სამხედრო გადაწყვეტას აბსოლუტურად არამართებულად მივიჩნევთ და ჩვენ დიპლომატიური ძალისხმევების მომხრე ვართ“, განაცხადა მერკელმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში. „ეს მძლავარად უნდა იქნეს განხორციელებული. ჩემი აზრით, სანქციები და ამ სანქციების დაწესება არის მართებული პასუხი. მაგრამ ნებისმიერი სხვა რამ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ვფიქრობ, რომ მცდარია. და ეს არის ის, რის გამოც მე მკაფიოდ არ ვეთანხმები შეერთებული შტატების პრეზიდენტს“.
მან თქვა, რომ აუხსნა გერმანიის პოზიცია შეერთებული შტატების პრეზიდენტს გაეროში სტყვით გამოსვლამდე გამართული სატელეფონო საუბრისას.
მერკელმა ასევე დაადასტურა მისი მზადყოფნა კონფლიქტის გადაწვეტის საკითხში დახმარების მრივ. ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის მემკვიდრეობიდან გამომდინარე, ფაქტი რომ ორ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ბერლინს მძლავრი კავშირები გააჩნია ჩინეთთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და შეერთებულ შტატებთან, მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია იმ მცირე ქვეყნებს შორისაა, რომელსაც კრიზისის გადაწყვეტაში დახმარების შესაძლებლობა აქვს.
„მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი გერმანიიდან შორსაა, ეს არის კონფლიქტი, რომელიც ჩვენზე გავლენას ახდენს. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ვარ მზად მე, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ კუთხით.
„ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ირანის [ბირთვულ] შეთანხმებაში, რაც ვფიქრობ, რომ კარგია, და უმჯობესია იმაზე, ვიდრე საერთოდ არ გვქონოდა შეთანხმება. ამას ბევრი წელი დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მან ნამდვილად შეზღუდა ირანის ბირთვული შეიარაღების შესაძლებლობები. და მე ვფიქრობ, ჩვენ ამავე გზით უნდა წავიდეთ რუსეთთან, ჩინეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაშიც“, განაცხადა მერკელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.