საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დღეს „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) ქართველი მონაწილეების გაცილების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს და „ძლიერთა თამაშებში“ წარმატება უსურვეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ძლიერთა თამაშები“ კანადაში, ქალაქ ტორონტოში 23-30 სექტემბერს გაიმართება. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 15-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
საერთაშორისო თამაშებში ქართველი სამხედროები სპორტის 6 სახეობაში იასპარეზებენ: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა და მჯდომარე ფრენბურთი.
ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი უმაღლესობა პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ "ძლიერთა თამაშებში" უკვე მესამედ მონაწილეობენ. პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქ. ორლანდოში.
ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.