„შენების მოძრაობის" ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ სამტრედიასა და სენაკში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. მოძრაობის სახელით, სამტრედიაში მერობისთვის იმედა გოგავა, ხოლო სენაკში აპოლონ გარუჩავა იბრძოლებენ.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამაც გააცნეს და იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც ქვეყნის სწორი შენებისთვის აუცილებელია. მათ ყურადღება გაამახვილეს ხელისუფლებაში პროფესიონალების მოსვლის აუცილებლობაზე და ქვეყნის შენების პროცესში ახლი თაობის ჩართვაზე. როგორც წარდგენისას ლიდერებმა აღნიშნეს მათი მიზანია, გზა გაუხსნან მაღალი რანგის პროფესიონალებს, გაუზიარონ მათი გამოცდილება და ეს გამოცდილება მოახმარონ ქვეყნის სწორად შენებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.