პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, გიორგი ერბოწონაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყანდაურას, ბადიაურის, მზისგულისა და შიბლიანის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი ერბოწონაშვილმა შეხვედრაზე მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში, ის მოქალაქეებს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების პრიორიტეტების მიხედვით გადაწყვეტას დაპირდა.
მოსახლეობასა და მერობის კანდიდატს შორის შეხვედრები კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრების დასრულების შემდეგ, მერობის კანდიდატი ამომრჩევლის წინაშე უკვე კონკრეტული პროგრამით წარსდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.