„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში იოსებ ქარუმაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგელებში, სოფელ მატანის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა სოფლის წინაშე არსებულ ძირითადად საჭიროებებზე. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე სოფლისთვის მნიშვნელოვანიa სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა და შიდა გზების კეთილმოწყობა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს სოფელში არსებული პრობლემების მოგვარების საკუთარი ხედვა გააცნო და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„სოფელი მატანი თავისი ისტორიით და თავისი კულტურული მემკვიდრეობით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ახმეტის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, მას აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს ამ პოტენციალის სრულად გამოვლენას“, განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.