გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ვიცე პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და ტაილანდის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დონ პრამუდვინაიმ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
საგარეო უწყების ცნობით, ასამბლეის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
„გამოთქვეს მზადყოფნა განავითარონ ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის საერთო დაინტერესების სფეროებში, როგორიც არის ტურიზმი, ხალხთაშორისი ურთიერთობები, ინოვაცია და ა.შ. აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაერო-ს ფარგლებში.
როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერა ხელს შეუწყობს სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.