ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს სტრუქტურების მუშაობაში „რესპუბლიკის“ ჩართვას ითხოვს
21-09-2017, 05:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს სტრუქტურების მუშაობაში რესპუბლიკის ჩართვას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ე.წ. საგარეო უწყების მიერ სპეციალური განცხადება გავრცელდა.

 

 

„გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის, სლოვაკეთის, თურქეთის, ლიტვისა და ესტონეთის ლიდერებმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

 

 

ევროპული ქვეყნების ლიდერები საკუთარი პოლიტიკური ილუზიების ტყვეობაში რჩებიან და კვლავ იყენებენ იმ პროპაგანდისტულ შტამპებს, რომლებსაც საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას თავს ახვევს. სამწუხაროდ, მსგავს პოლიტიზებულ და ცალმხრივ შეფასებებს რეგულარულად აკეთებენ მაღალი დონის დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებსაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკურ, სამართლებრივ და ისტორიულ ასპექტებზე ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვთ.

 

 

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვთ გაერო-ს გენერალურ მდივანს მიაქციოს ყურადღება ორგანიზაციის პროფილურ სტრუქტურებში აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობის მისაღებად მექანიზმის შექმნის აუცილებლობას. გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან ფართო საერთაშორისო აუდიტორიისათვის აფხაზეთის პოზიციის მიტანა საქართველოსა და აფხაზეთს შორის თანასწორუფლებიანი დიალოგისთვის პირობების შექმნას და ქართულ-აფხაზური წინააღმდეგობის ეტაპობრივ მოგვარებას შეუწყობს ხელს”, აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი