ნეპალში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად რვა მილიონი ადამიანი დაზარალდა. 1,4 მილიონს კი საკვები პროდუქტები ესაჭიროება.
ნეპალში სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის არაერთმა ქვეყანამ გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარება, მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მედიკამენტების, საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტს განიცდის.
ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 4 310-ს აღწევს, დაშავებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი.
ნეპალსა და მეზობელ ქვეყნებში განმეორებითი ბიძგები ამ დრომდე გრძელდება, რის გამოც ათასობით ადამიანი კატმანდუში უკვე მესამე დღეა კარვებში ათენებს ღამეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.