თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ნახშირღელესთან მდებარე სამხედრო პოლიგონზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სახანძრო სამსახურის 4 ერთეული ტექნიკით ცდილობენ და არ არის გამორიცხული, საჭიროების შემთხვევაში ცეცხლის ქრობის პროცესში შსს- სასაზღვრო ძალების ვერტმფრენიც ჩაერთოს.
როგორც GUARDIAN.GE-ს თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ ქოჩიაშვილმა განუცხადა, ცეცხლი ხუთშაბათს, 13 საათის შემდეგ გაჩნდა და ის დაახლოებით 1 ჰა-მდე ფართობზე იყო მოდებული, თუმცა ძირითადი კერები ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
„ამ წუთას პოლიგონზე, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფები. ძირითადი კერები ლოკალიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის და თერჯოლის სახანძრო ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ ადგილზე, სულ 4 ერთეული, რადგან ამ ეტაპზე მეტი ტექნიკის ჩართვის საჭიროება არ არსებობს, ფიქრობენ, რომ ყველა კერის ლოკალიზება ვერტმფრენის გამოყენებით მოხდეს, რადგანაც სამხედრო პოლიგონია და გარკვეული ადგილები მიუვალია“, განაცხადა თემურ ქოჩიაშვილმა.
მისი თქმით, პოლიგონის გარშემო ტყეა, თუმცა ძირითადად დაბალი და საშუალო ზომის ხეებია, ცეცხლის დასახლებული პუნქტებისკენ გავრცელების საშიშროება კი არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.