საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის სწავლება „კავშირი 2017“ მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე გაეცნენ და სწავლების მართვის პუნქტი დაათვალიერეს.
სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ზურაბ მგელაძემ გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას და ბრიგადის გენერალს ზაზა ჩხაიძეს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სწავლების მიმდინარეობა პირადად გააცნო.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „კავშირი 2017“ „დიდგორი 2017“-ის წინა მოსამზადებელი სწავლებაა და მასში საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების კავშირგაბმულობის ქვედანაყოფების 1350-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
მათივე ინფორმაციით, წვრთნები საველე პირობებში, ქვედანაყოფების სასწავლო რაიონებში მიმდინარეობს. სწავლების მიზანი მართვის პუნქტების მოწყობა ტაქტიკურ და სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე, ასევე კავშირგაბმულობით და ინფორმაციული სისტემების საშუალებით მართვისა და კონტროლის მხარდაჭერის დახვეწაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.