„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა.
მასში საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილიც იმყოფება, თუმცა სიის პირველი ნომერი მარიკა დარჩიაა.
საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულში მარიკა დარჩია, ბექა დავითულიანი, თინათინ გიგუაშვილი, ირაკლი ზარქუა, დავით რურუა, გიორგი ჩაკვეტაძე, დავით უჯმაჯურიძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ჯაფარიძედა გიორგი ალიბეგაშვილი შედიან.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიულ სიაში ასევე, მოხვდნენ თედო ისაკაძე, ლევან დარახველიძე, ერეკლე კუხიანიძე, ანა ლაშხი, ლევან არველაძე, ლევან ჟორჟოლიანი, ნინო რუხაძე, მიხეილ მესხი, ბორის ფირცხელიანი, გიორგი კიკნაველიძე, ბექა სივსივაძე, მამუკა ხაბარელი, ირაკლი ქუთათელაძე, ლევან ფიფია და მარიამ კანდელაკი.
თბილისის მერობის კანდიდატმა მათი წარდგენისას განაცხადა, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად უნდა იზრუნონ თბილისის განვითარებისთვის, განსაზღვრონ დედაქალაქის პრიორიტეტული მიმართულებები და პოლიტიკა.
კალაძე დარწმუნებულია, რომ დეპუტატობის კანდიდატები არჩევნებში გაიმარჯვებენ და თბილისის მთავრობასთან ერთად, ქალაქის გაჯანსაღებაზე პასუხისმგებლობას აიღებენ და პრობლემების სისტემატურად გადაწყვეტის გზებსაც დასახავენ.
„ეს ადამიანები იქნებიან მოქალაქეთა ინტერესების დამცველები თბილისის საკრებულოში. მათთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად ვაქცევთ თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად - ქალაქად, სადაც შექმნილი იქნება პირობები მოქალაქეთა დასაქმების, რეალიზებისა და დაფასებისთვის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის“, განაცხადა კახა კალაძემ პროპორციული სიის წარდგენისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.