საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევს შეხვდა.
უზბეკეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას შეეხო. მხარეებმა, ასევე, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის პერსპექტივაც განიხილეს.
უზბეკეთის პრეზიდენტის დავალებით, კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, უახლოეს მომავალში, საქართველოს უზბეკეთიდან მაღალი რანგის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა.
„საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ამ კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტების მნიშვნელობას, ახალი აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოსა და უზბეკეთის აქტიურ მონაწილეობას და ამ კონტექსტში აღინიშნა ორი ქვეყნის ურთიერთობის სტრატეგიული მნიშვნელობა.
მთავრობის მეთაურმა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში გაიმართება.
შეხვედრისას, მხარებმა ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს.
უზბეკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ტაშკენტში მიიწვია“, აღნიშნულია საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.