საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან.
დავით ჯალაღანია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიის დაწყებას მიესალმა და მასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული ორმხრივი ვიზიტების მაღალი დინამიკა, ასევე საერთაშორისო ფორმატებში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული მაღალი დონის ინტერაქცია.
შეხვედრაზე, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს და იაპონიას შორის არსებული სრული ურთიერთმხარდაჭერა და აზრთა თანხვედრა აღინიშნა.
„იაპონიასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაზრდის მაღალ მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაესვა ხაზი. აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული 4 პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში იაპონიის შესაძლო მონაწილეობა განიიხლეს.
შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს და იაპონიას შორის კულტურის სფეროში არსებულ ხანგრძლივ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რაც ორი ერის მრავალწლიან მეგობრობაზე მეტყველებს.
მხარეებმა, ასევე, განათლების და მეცნიერების სფეროში ურთიერთობების ხელშეწყობის ორმხრივ მზადყოფნაზე გაამახვილეს ყურადღება“, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.