ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი დასრულდა.
გამგეობის ცნობით, ტურნირის გამარჯვებული შპს „ქარვა“ გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გუნდი, ანგარიშით 5-2 დაამარცხა. მესამე ადგილი ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გუნდმა მოიპოვა.
„ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა, რამაზ კიტიას ოჯახის წევრებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, აღნიშნულია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.