ხონის მერობის კანდიდატმა, ლადო ჯურხაძემ ინდმეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი მეტი ადგილობრივი საწარმოსა და კოოპერატივის შექმნაა
21-09-2017, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე იმ ინდმეწარმეებს შეხვდა, რომლებმაც საკუთარი საქმიანობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გააფართოვეს.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხორცის გადამამუშავებელი და ავეჯის დამამზადებელი საწარმოების მფლობელებმა საკუთარი საქმიანობა პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გააფართოვეს. საწარმოებში 20-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.

 


„სწორედ ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი საწარმო, კოოპერატივი შეიქმნას და ჩვენმა მოსახლეობამ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული შეღავათიანი პროექტებითა და პროგრამებით მაქსიმალურად ისარგებლოს. ჩვენი მომდევნო ოთხი წლის გეგმა და დაპირებაა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს გავუკვალავთ გზას, რათა ისწავლონ და განავითარონ სოფლის მეურნეობა“, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი