თამარ ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა
21-09-2017, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი გადავდგით და საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადების კომენტირებისას გააკეთა.

 

 

„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დაიწყო, ძალიან ბევრი კომპრომისი იქნა მმართველი გუნდის მხრიდან გაწეული, ძალიან ბევრი საკითხი იყო დათმობილი ოპოზიციისთვის. ვინაიდან მათგან გრძელდებოდა მოთხოვნები და ძალიან ბევრი საკითხი იყო დაყენებული, გადავდგით კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ და ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა იმ პროექტში, რომელიც ახლა არის წარდგენილი.

 

 

პირველი ცვლილება შეეხება ე.წ ბონუსის სისტემას, რომელსაც ძალიან ხმამაღლა აკრიტიკებდა ოპოზიცია და შესაბამისად, 2024 წლიდან ქვეყანა გადავა მთლიანად პროპორციულ არჩევნებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

 

 

ოპოზიციის მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ბლოკების დაშვება. ბლოკების დაშვება 3%-იან ბარიერთან ერთად კომბინაციაში ერთჯერადად მოხდება 2020 წლის არჩევნებისთვის“, აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, კონსტიტუცია რეგლამენტის მოთხოვნების სრული დაცვით შეიცვლება.

 

 

„ვინაიდან პირველი და მეორე მოსმენის საკითხების შეცვლა რეგლამენტის მიხედვით ახლა შეუძლებელია ანუ მესამე მოსმენის სტადიაზე ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან შინაარსობრივ ცვლილებებს დოკუმენტში ვერ შევიტანთ, მივყვებით პროცედურებს და ინიცირებას გავუკეთებთ ახალ პროექტს, რომელშიც მხოლოდ ეს ორი საკითხი იქნება მოცემული“, აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ იმას, რომ მმართველი გუნდი კვლავ რჩება კონსტრუქციულ რეჟიმში. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ოპოზიცია და პრეზიდენტი იყვნენ დესტრუქციულები.

 

 

„მთელი ამ პროცესის განმავლობაში ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად იყო დესტრუქციული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ იმას, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი დათმობების მერე, კიდევ გამოვხატეთ ასეთ დათმობებზე წასვლის სურვილი. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ პროცესში ვიყავით კონსტრუქციული, ოპოზიცია კი იყო დესტრუქციული“, აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი