საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, - მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელიც გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარეობა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ინოვაციური დაფინანსებისკენ მიმართულ გლობალურ საქმიანობაში.
„ჩვენ დიდ იმედებს ვუკავშირებთ ამ ახალ როლს. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ გაეროსთან, მთავრობებთან, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად ჩვენ შევძლებთ გლობალური მოქმედების გააქტიურებას", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ მინისტრმა ინოვაციური დაფინანსების წარმატებულ მაგალითად დაასახელა საქართველოს სოლიდარობის ფონდი - ინოვაციური დაფინანსების და მიკრო-ფილანთროპიის ინტეგრირებული პლატფორმა, რომელმაც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის მიზნის გარშემო 60 ათასზე მეტი საჯარო მოხელე და 50 კომპანია გააერთიანა.
საქართველოს, როგორც სამდივნოს თავმჯდომარეს, პროფესორი, პარლამენტის წევრი, საქართველოს სოლიდარობის ფონდის თანადამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ჯაში წარმოადგენს.
მაღალი დონის ღონისძიება - „ინოვაციური დაფინანსების განმტკიცება 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებისთვის", საფრანგეთისა და ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის მუდმივი სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.